,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარულ ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-23
სარეგისტრაციო კოდი
470.010.000.11.119.006.466
,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარულ ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.466

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2004 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №299/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №299/ნ ბრძანებაში (გაზეთი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 2001წ., №90, მუხ.652) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის (სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური წესები) XX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XX

გარდამავალი დებულებები.

სისხლისა და მისი კომპონენტების დამზადება მინის ბოთლებში დასაშვებია მხოლოდ 2004 წლის 26 აპრილიდან 1 ივლისამდე”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

გ. წერეთელი

კრებსითი — სრული ვერსია