“№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.367
“№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.367

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №23/2004

2004 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 21 თებერვლისა №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებით მიმართვა საოლქო საარჩევნო კომისიისათვის, ასევე მხარდამჭერთა სიის წარდგენა.

ბ) 24 თებერვლისა №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საბუთების შემოწმება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ და დასკვნის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.

გ) 27 თებერვლისა №56 ჭიათურის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია