საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-16
სარეგისტრაციო კოდი
450.040.010.11.117.006.361
საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.11.006.361

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №63

2004 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შეასხებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 ნოემბრის №648 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას საქართველოს ეროვნულ ფასეუ­ლობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომი­სია შემდეგი შემადგენლობით:

მალხაზ ბეგიაშვილი – ფინანსთა მინისტრის მოად­გი­­ლე, კომისიის თავმჯდომარე;

ლევან ლეჟავა – საფინანსო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

დიმიტრი ბარამია – ფინანსთა სამინისტროს იური­­დიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

ლევან ჟორჟოლიანი – საქართველოს ეროვნულ ფა­სეულობათა სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;

ნაზი კუპრაშვილი – საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის მთავარი ბუ­ღალ­­ტრის ყოფილი მოადგილე, კომისიის წევრი;

ელენე ჯავახაძე – ფინანსთა სამინისტროს ადმი­ნისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კომი­სიის წევრი;

ლ­აშა კლდიაშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს საკასო ცენტრის უფრო­სი, კომისიაში მოწვეული წევრი;

ქეთევან როსტიაშვილი –        ფინანსთა სამინის­ტროს კანცელარიის უფროსის მოადგილე კომისიის მდივანი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №753 - სსმ III, №141, 03.12.2004 წ., მუხ.1272

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №327 - სსმ III, №64, 27.05.2005 წ., მუხ.678

2. კომისიამ სალიკვიდაციო სამუშაოები წარმართოს შესაძლო ინტენსივობით, სამუშაოების დამთავრება და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა უზრუნველყოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში.

3. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 17 ნოემბრის №648 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.11.98 წ. №306/პ-375 ბრძანება „საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ”.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №753 - სსმ III, №141, 03.12.2004 წ., მუხ.1272

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 მაისის ბრძანება №327 - სსმ III, №64, 27.05.2005 წ., მუხ.678

კრებსითი — სრული ვერსია