,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-02-05
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-12
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.350
,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.350

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2004

2004 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2004 წლის 15 თებერვლის 18 საათისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 11 თებერვლის ბრძანება №20/2004 - სსმ №16, 13.02.2004  წ., მუხ.151

მუხლი 2. უფლებამოსილმა სუბიექტებმა, საოლქო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინონ დასანიშნ პირთა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული საბუთები.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 11 თებერვლის ბრძანება №20/2004 - სსმ №16, 13.02.2004  წ., მუხ.151

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია