სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.328
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №11/2004
2004 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ჭიათურის №56 და თიანეთის №19 საარჩევნო ოლქებში 2004 წლის საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ჭიათურის და №19 თიანეთის საარჩევნო ოლქებში განისაზღვროს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:
არაუგვიანეს 2004 წლის:
ა) 13 თებერვლისა №56 ჭიათურის, ხოლო არა უგვიანეს 6 თებერვლისა №19 თიანეთის საარჩევნო ოლქებში საარჩევნო უბნების შექმნა, მათი საზღვრებისა და ნომრების დადგენა;
ბ) 14 თებერვლისა №56 ჭიათურის, ხოლო არა უგვიანეს 7 თებერვლისა №19 თიანეთის საარჩევნო ოლქებში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, საარჩევნო უბნების შექმნის, მათი საზღვრებისა და ნორმების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების გამოქვეყნება;
გ) 15 თებერვლისა №56 ჭიათურის, ხოლო არა უგვიანეს 8 თებერვლისა №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესაბამის საარჩევნო უბნებში შემავალი შენობა-ნაგებობების ნუსხისა და მისამართების დაზუსტება;
დ) 16 თებერვლისა №56 ჭიათურის, ხოლო არა უგვიანეს 9 თებერვლისა №19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესაბამისი საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების გამოქვეყნება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 11 თებერვლის ბრძანება №19/2004 - სსმ №16, 13.02.2004 წ., მუხ.150
მუხლი 2. ჭიათურის №56 საარჩევნო ოლქში არა უგვიანეს 2004 წლის:
ა) 15 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართვა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის;
ბ) 16 თებერვლისა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებისა და საბუთების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის;
გ) 17 თებერვლისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისათვის მათ მიერ წარდგენილ საბუთებში შეუსაბამობებზე წერილობით მითითება;
დ) 18 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება საოლქო საარჩევნო კომისიისათვის;
ე) 19 თებერვლისა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი შესწორებული საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტაციის საკითხის გადაწყვეტა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 11 თებერვლის ბრძანება №19/2004 - სსმ №16, 13.02.2004 წ., მუხ.150
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 11 თებერვლის ბრძანება №19/2004 - სსმ №16, 13.02.2004 წ., მუხ.150