სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.11.119.006.313
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №14/ ნ
2004 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №203/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 132-ე, 133-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
„ საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №203/ნ ბრძანებაში (სს მ III, 2000წ., №112, მუხლი 919) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შემადგენლობიდან (დანართი №1) გამოყვანილ იქნენ:
ზურაბ ჭილაძე – ქ. თბილისის სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.
თამაზ ჭურაძე – პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მ. ღუდუშაურს, უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კომისიის მუშაობის ანალიზის მომზადება, წელიწადში ერთხელ.“.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე