ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
1. სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევა . უკეთუ ეს ჩადენილია პირველად , გამოიწვევს პროდუქტების კონფისკაციას .
2. მასალებს ამ ბრძანებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული დარღვევის შესახებ ერთპიროვნულად განიხილავს სახალხო მოსამართლე დღე - ღამის განმავლობაში.
3. სახალხო მოსამართლის დადგენილება ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შესახებ საბოლოოა , მისი გასაჩივრება არ შეიძლება და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს .
4. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს 1651 მუხლი შემდეგი შინაარსისა :
„
მუხლი
1651.
ვაჭრობის
მომწესრიგებელი
დადგენილებების
დარღვევა
სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებათა დარღვევა , უკეთუ იგი ჩადენილია ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ , –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე , პროდუქტების კონფისკაციით “.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ . ძოწენიძე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ . კვაჭაძე .
თბილისი , 1969 წლის 24 ოქტომბერი .