ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1966-05-12
გამოქვეყნების თარიღი
1966-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12) სიმთვრალეში დანაშაულის ჩადენა , თუ იგი მიმართულია:

ა) პიროვნების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ (104 - ე, 105-ე, 108-ე, 110-112, 115-ე-117-ე მუხლები);

ბ) მმართველობის წესის წინააღმდეგ (207-ე, 2071, 2091 მუხლები);

გ) საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ (228-ე მუხლი);

დ) სოციალისტური და მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ (92, 96, 151, 152 მუხლები);

და აგრეთვე

ე) თუ იგი დაკავშირებულია მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენებასთან (86-ე, 241-ე, 243-245-ე, 247-ე, 270-272-ე მუხლები)“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1966 წლის 12 მაისი.

 

კრებსითი — სრული ვერსია