,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
153
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-10
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.098
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ზვიად კუკავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ნათია მიქელაძე –         საქართველოს ფინანსთა მინისტრის მთავარი მრჩეველი

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

გიორგი გოდაბრელიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

გელა ლონდარიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს

მურთაზ ზოდელავას –           საქართველოს პარლამენტის წევრს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია