საქართველოს მთავრობის
დადგენილება №88
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს – ჰარმონიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №86 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან და შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს – ჰარმონიზაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის №86 დადგენილება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური