ნარკოტიკული საშუალებებეისა და ფსიქოტრლოპული ნივთიერებების ჩამონათვალისა და რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელთა გადაზიდვა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზოპ ტრანსპორტით რეისების შესრულებისა

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
4/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-01-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-28
სარეგისტრაციო კოდი
470.070.000.11.119.006.296
ნარკოტიკული საშუალებებეისა და ფსიქოტრლოპული ნივთიერებების ჩამონათვალისა და რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელთა გადაზიდვა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზოპ ტრანსპორტით რეისების შესრულებისა

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.296

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №4/ ნ

2004 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალისა და რაოდენობის დამტკიცების შესახებ, რომელთა გადაზიდვა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორით რეისების შესრულებისას

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომელთა გადაზიდვა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორით რეისების შესრულებისას

2. საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორით რეისების შესრულებისას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაზიდვა და გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რეისის შემსრულებელი ბრიგადის შემადგენლობაში შედის უფლებამოსილი სამედიცინო პირი.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის ბრძანება №01-15/ნ - ვებგვერდი, 28.03.2013წ.

დანართი

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომელთა გადაზიდვა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიზნით გამოყენება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით რეისების შესრულებისას

სამკურნალო საშუალების

დასახელება

რაოდენობა

(სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით)

ნარკოტიკული საშუალება

მორფინი

30 მგ

ტერპინკოდი (კოდეინზე გადაანგარიშებით)

80 მგ

ტრამადოლი

500 მგ

ფსიქოტროპული ნივთიერებები

დიაზეპამი

 0.2 გრ.

ნიტრაზეპამი

0,1 გრ

ფენობარბიტალი

1 გრ

 

კრებსითი — სრული ვერსია