2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
62/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.282
2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.282

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №62/2003

2003 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

2004 წლის 4 იანვრის არჩევნების/კენჭისყრის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/კენჭისყრისათვის ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა სიის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 2 იანვრის 18 საათისა.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის თავმჯდომარე

დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის მდივანი

კრებსითი — სრული ვერსია