(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №79
2004 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საპყრობილეების განტვირთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული სპეცკონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე პატიმართა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, �პატიმრობის შესახებ�
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი დროებითი დაკავების იზოლატორის ბაზაზე შეიქმნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილე;
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე) უზრუნველყოს სასჯელარსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
21. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო ვითარებიდან გამომდინარე, სპეცკონტიგენტის უსაფრთხოების, საცხოვრებელი და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოს პატიმართა და მსჯავრდებულთა №7 საპყრობილეში გადაყვანა;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 მარტის ბრძანება №288 - სსმ III, №31, 19.03.2004 წ., მუხ.262
3. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს �№5 საპყრობილეში (ქ. თბილისი) №2 საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ� საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 29 იანვრის №20 ბრძანება.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 მარტის ბრძანება №288 - სსმ III, №31, 19.03.2004 წ., მუხ.262