საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-11
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.226
საოლქო და საუბნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.226

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №53/2003

2003 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

ნება დაერთოთ საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 25 იანვრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას გამოიყენონ დასანიშნი პირის ნებისმიერი სურათიანი დოკუმენტის ფოტოსურათის ქსეროასლი.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი  დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია