სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.195
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №286/ნ
2003 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
„2004 წლის რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტინგენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 19 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
„2004 წელს რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტინგენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 19 სექტემბრის №207/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 01.10.2003 წ. №113, მუხ.918), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2004 წელს რეზიდენტურაში მოსამზადებელი კონტინგენტის რაოდენობა განისაზღვროს 185-ით.”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე