საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №83/1999 1999 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი |
„საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №77/1999 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
„საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის, მათი რეგისტრაციისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №77/1999 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვები „შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამისი ოქმი დაუყოვნებლივ გადასცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“. 2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატაროს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატი“.
კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე |