ახმეტის რაიონის ომალოს თემისა და დუშეთის რაიონის შატილის თემის საარჩევნო უბნებში ახალი სარჩევო ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-31
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.164
ახმეტის რაიონის ომალოს თემისა და დუშეთის რაიონის შატილის თემის საარჩევნო უბნებში ახალი სარჩევო ვადის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.164

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

 კომისიის დადგენილება №40/2003

2003 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ახმეტის რაიონის ომალოს თემისა და დუშეთის რაიონის შატილის თემის საარჩევნო უბნებში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის თაობაზე

ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დღეს ახმეტის რაიონის ომალოს თემში, დუშეთის რაიონის შატილის თემში და კოდორის ხეობაში მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

1. ახმეტის რაიონის ომალოს თემის საარჩევნო უბნებში, დუშეთის რაიონის შატილის თემისა და კოდორის ხეობის უბნებში ხმის მიცემის დღედ განისაზღვროს 2003 წლის 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე, რომელიც უშუალოდ დაადგინოს №18 ახმეტის, №28 დუშეთისა და №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიებმა.

2. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ყუთის ჭრილს გადაეკვრება ქაღალდი, რომელზეც დასმული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი.

3. საარჩევნო ყუთის გახსნა მოხდეს შესაბამისად, 2003 წლის 2-3 ნოემბრის 20 საათის შემდეგ №18 ახმეტის, №28 დუშეთისა და №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ.

4. საარჩევნო ყუთის გახსნისას უნდა შედგეს აქტი, რომ ყუთზე ლუქები დაზიანებული არ არის.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია