საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევვნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-26
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.145
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევვნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.145

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2003

2003 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციის და ამომრჩევლის მიერ, საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 26 ოქტომბრისა.

მუხლი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ  უფლებამოსილი სუბიექტის განცხადების განხილვა მოხდეს მისი წარდგენიდან 48 საათის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 2003 წლის 27 ოქტომბრისა.

მუხლი III. სასამართლოში გასაჩივრების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 28 ოქტომბერი, ხოლო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ახალ ვადად განისაზღვროს სარჩელის შეტანიდან 48 საათი. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღების დღესვე გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

მუხლი IV. საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების 2 ეგზემპლარის გადაცემის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 28 ოქტომბრისა.

მუხლი V. ხოლო არჩევნებამდე მე-3-დან არჩევნების წინა დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (ასეთ შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში ცვლილება შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს და ხელმოწერით ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38/2003 - სსმ III, №123, 27.10.2003წ., მუხ.1035

მუხლი VI.  ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 ოქტომბრის დადგენილება №28\2003.

მუხლი VII. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 11 ოქტომბრის დადგენილება №29\2003-თ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მოხდეს ამ  დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში.

მუხლი VIII. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი IX. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №38/2003 - სსმ III, №123, 27.10.2003წ., მუხ.1035

 

 

კრებსითი — სრული ვერსია