საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების ზოგიერთი ღონისძიებებნის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-20
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.144
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების ზოგიერთი ღონისძიებებნის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.144

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2003

2003 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების ზოგიერთი ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, კენჭისყრის დროს, სარეფერენდუმო, საპარლამენტო პროპორციული და საპარლამენტო მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისათვის განკუთვნილი სამივე ბიულეტენი, ამომრჩევლის მიერ მოთავსებულ იქნას ერთ სპეციალურ კონვერტში.  

მუხლი II. 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის დათვლის პროცედურისას, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, პირველ რიგში დათვლილი იქნას მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, შემდეგ პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა,   და ბოლოს რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობა. 

მუხლი III. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი IV. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია