ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა მიერ დანიშნულ დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების ამომრჩეველთა სოციალურ სიაში შეყვანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-08
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.124
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა მიერ დანიშნულ დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების ამომრჩეველთა სოციალურ სიაში შეყვანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.124

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №27/2003

2003 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა მიერ დანიშნულ დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილ იქნენ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა მიერ დანიშნული დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები.

მუხლი II. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა მიერ დანიშნული დამკვირვებ­ლები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიყვანონ იმ საოლქო საარჩევნო კომისიებმა, რომლებშიც ისინი იქნებიან რეგისტრირებულნი, ხოლო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები ­– იმ საოლქო საარჩევნო კომისიებმა, სადაც ისინი არიან კანდიდატად რეგისტრირებულნი.

მუხლი III. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირთა სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანა, შესაბამისმა საარჩევნო კომისიებმა, უნდა მოახდინონ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა.

მუხლი IV. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში (ქ. თბილისი, ქ. წამებულის №1) მისი ძალაში შესვლიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი V. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ.მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია