ამომრჩეველთა ერთიანი სიების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კიმისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-30
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.099
ამომრჩეველთა ერთიანი სიების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კიმისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.099

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2003

2003 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ამომრჩეველთა ერთიანი სიების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და ამავე პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადაცემის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 2 ოქტემბრის 1800სთ.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისის მდივანი გ. მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია