პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-15
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.074
პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექმნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.074

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №15/2003

2003 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექმნის თაობაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 20 ივნისის №4/2003 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-2 მუხ­ლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში შეიქმნას პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთოების განყოფილება.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია