ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნების დაცვა, ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-16
სარეგისტრაციო კოდი
010.210.020.13.007.006.070
ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნების დაცვა, ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.020.13.007.006.070

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №14/2003

2003 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ, სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნის დაცვა, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

ნება დაერთოთ საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს ძნელადმისადგომ ადგილებში და იქ, სადაც შეუძლებელია კანონის მოთხოვნის შესრულება ფოტოსურათის წარდგენასთან დაკავშირებით, საარჩევნო ოლქსა და საარჩევნო უბანში დასანიშნად გამოყენებული იქნას დასანიშნი პირის ნებისმიერი სურათიანი დოკუმენტის ფოტოსურათის ქსეროასლი.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია