სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
950
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-21
სარეგისტრაციო კოდი
100.110.000.11.106.006.032
სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითიიი მოთხოვნების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.032

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №950

2003 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ

სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკურობიდან და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კადრების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. პრაქტიკაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამსახურში მიღებულ იქნენ მაკომპრომეტირებელი საფუძვლებით სამსახურიდან დათხოვნილი პირები, ადგილი ჰქონდა ისეთი პირების სამსახურში მიღების ფაქტებსაც, რომლებსაც დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

სასჯელაღსრულების სისტემისათვის კადრების შერჩევის მექანიზმის სრულყოფისა და სწორი საკადრო პოლიტიკის გატარების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებიდან, პროკურატურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებიდან სასჯელაღსრულების ორგანოებში სამუშაოდ გადაყვანის დროს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად:

ა)  იმ პირებმა, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნაც ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინონ უწყების ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის მიერ გაცემული დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან;

ბ) იმ პირებმა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა კატეგორიას, სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინონ უწყების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის დახასიათება-რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია