საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ” დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2003-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-01
სარეგისტრაციო კოდი
450.190.000.12.201.006.026
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ „არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ” დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.12.201.006.026

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №28

2003 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ “არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ” დებულებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებულ “არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების შესახებ” დებულებას (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, №1, 2002 წ.) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 41. “ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებას – ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრს უფლება აქვს, თავისი ინიციატივით განიხილოს და მიანიჭოს შესაბამისი კატეგორია ნაბეჭდ პროდუქციასა თუ ფილმს”;

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ.გაიპარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია