საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო
ბრძანება №51 2003 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ტრასპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
„ტრასპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, „ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვარნა-ფოთი/ბათუმი-ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ“ 1999 წლის 17 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებისა და „საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მეოთხე სხდომის გადაწყვეტილებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №1048 განკარგულების შესრულების მიზნით, „ტრასეკას“ სატრანსპორტო დერეფანში ტვირთნაკადების შემდგომი ზრდის სტიმულირებისათვის აზია-კავკასიის რეგიონებს და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებს შორის პირდაპირი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისათვის, ვბრძანებ:
1. 22-ე მუხლში დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „5. ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის დადგენილია სალოცმანო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი ყოველ ოპერაციაზე 150 აშშ დოლარის ოდენობით“. 2. 23-ე მუხლში ცხრილის შემდგომ დაემატოს ტექსტი: „ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სარკინიგზო-საბორნე გემებისათვის დადგენილია ფიქსირებული გადასახადი ყოველ ოპერაციაზე 50 აშშ დოლარის ოდენობით“. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მ. ადეიშვილი |