„საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №207/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართვლოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
254/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2000-12-13
სარეგისტრაციო კოდი
470200000.11.119.004548
„საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №207/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართვლოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №254/ნ

2000 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №207/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართვლოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციისათვის განხორციელებული ღონისძიებების განხორციელების დაჩქარების მიზნით, ვბრძანებ:

1. „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №207/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის წესის“ (დანართი 1)  21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სარეგისტრაციო მოწმობას, მის დანართს და სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციას ქართულ ენაზე ხელს აწერს (ადასტურებს) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ან მინისტრის პირველი მოადგილე“.

2. ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.

           

მინისტრი                                                                       ა. ჯორბენაძე


კრებსითი — სრული ვერსია