„საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
430
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
1997-07-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-07-15
სარეგისტრაციო კოდი
000370012.00(3).0.000045
„საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 430

 

1997 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტმა განიცადა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები . მისი შექმნისა და ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე შეიცვლა დეპარტამენტის სტრუქტურა , შემადგენლობა და ამოცანები. შემადგენლობიდან გამოყვანილი არიან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოები , სამხედრო - ოპერატიული , სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახური . ყოველივე ამან გამოიწვია ცვლილებები შს მინისტრის 1996 წლის 3 ივლისის № 580 ბრძანებით დამტკიცებული შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულება ( თან ერთვის ).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შს მინისტრის 1996 წლის 3 ივლისის №580 ბრძანება ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ .

 

მ ი ნ ი ს ტ რ ი                                                     კ. თარგამაძე

 

პოლიციის გენერალ - ლეიტენანტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი .

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტი ( შემდგომში - დეპარტამენტი) სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია , რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს ბრძოლას სამართალდარღვევებთან და ახორციელებს მის პროფილაქტიკას . უზრუნველყოფს ეკოლოგიურ სისუფთავეს და იცავს ქვეყნის ბუნებას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან . დეპარტამენტი ორგანიზაციასა და ზედამხედველობას უწევს მასში შემავალი სამსახურების მუშაობას .

1.2. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბით და სახელწოდების აღნიშვნით .

1.3. დეპარტამენტი და მასში შემავალი დანაყოფები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კონსტიტუციის , მოქმედი კანონმდებლობის , კანონქვემდებარე აქტების , შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების , საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებების , პრეზიდენტის ბრძანებულებების , სამინისტროს დებულების , შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების , ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად .

1.4. დეპარტამენტის სტრუქტურასა და შტატებს ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი .

1.5. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და დეპარტამენტის სამუშაო გეგმების შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის სხვა დანაყოფებთან ურთიერთშეთანხმებით . მისი მუშაობა ემყარება ხაზობრივ - რეგიონალურ პრინციპებს .

1.6. დეპარტამენტი თავის საქმიანობას აგებს მეცნიერული რეკომენდაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების პრინციპებზე .

1.7. სამართალდარღვევებთან ბრძოლისა და მისი პროფილაქტიკის საკითხებში დეპარტამენტი თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან , საქართველოს პროკურატურასთან , სახელმწიფო უშიშროების , იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებთან , საბაჟო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტებთან , სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან .

1.8. დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ - ტექნიკური და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი .

1.9. დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების დაკომპლექტება ხდება უმაღლესი განათლების , ფიზიკურად და მორალურად მომზადებული კადრებით .

მუხლი 2. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

დეპარტამენტში შემავალი დარგობრივი სამსახურებისა და ადგილებზე მათი ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს შედგენს :

2.1. დეპარტამენტში შემავალი სამსახურების საქმიანობის კოორდინირება და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა , მათ კომპეტენციაში შემავალი ამოცანების გადაწყვეტისას ;

2.2. დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების გამოვლენა და აღმოფხვრა , მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა -ა ცილების მიზნით გამაფრთხილებელ - პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაცია . მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა , მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა , კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცება ;

2.3. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში : მასობრივი უწესრიგობის და საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია ; კულტურული და სპორტული ღონისძიებების , აგრეთვე მიტინგების , მანიფესტაციების და სხვა მასობრივი აქციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ;

2.4. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნული ღონისძიებების , ნორმატიული აქტებისა და სხვა წესების შემუშავება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე ;

2.5. საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიის სფეროში სამართალდარღვევებისა და დანაშაულის გამოვლენა , მოკვლევა , აღკვეთა - აცილება ;

2.6. საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წესების დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა . საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა , უცხოელთა გასვლა - შემოსვლის ვიზების გაფორმება - გაცემა , სავიზო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა .

2.7. ორგანიზაცია და პრაქტიკული დახმარების გაწევა ადგილობრივი ქვედანაყოფებისადმი იმ დანაშაულებათა აღკვეთა - აცილებასა და გამოვლენაში , რაც შედის ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის სამსახურების კომპეტენციაში , დანაშაულის პროფილაქტიკის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა ;

2.8. დეპარტამენტის ძალებით , თავისი კომპეტენციის ფარგლებშ ი დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა - დაკავებაში , მიმალულ ეჭვმიტანილთა , ბრალდებულთა , სამართალში მიცემულთა , მსჯავრდებულთა და უზო - უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა დაძებნაში მონაწილეობა ;

2.9. ინფორმაციების , რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებისათვის მიმდინარე ნეგატიური პროცესებისა და დანაშაულის აცილების ღონისძიებათა შესახებ .

ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტას დეპარტამენტი ახორციელებს ამ დებულების მე -4 მუხლში ჩამოთვლილი მთავარი სამმართველოებისა და სამსახურების მეშვეობით .

მუხლი 3. დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობები .

3.1. დეპარტამენტი და მისი დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში , აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა ქვეყნებთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ასრულებენ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანოების დავალებებს , ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებენ ღონისძიებებს დანაშაულის აღკვეთა - აცილების , დამნაშავეთა დაკავების , სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით , იმ შემთხვევაში , როდესაც დანაშაული დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე და დამთავრდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან პირიქით .

მუხლი 4. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობა

დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან :

- დეპარტამენტის მართვის სამსახური ;

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო ; 

- საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო ;

- საპასპორტო - სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო ;

- ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო ;

- ავტონომიური რესპუბლიკების , ს ა მხარეო , საქალაქო - რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების ადმინისტრაციული პოლიციის განყოფილებები ( დეპარტამენტები , სამმართველოები ).

მუხლი 5. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების პირითადი ფუნქციები

5.1. მართვის სამსახური :

- დეპარტამენტში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიმართ მმართველობით - საკონტროლო ფუნქციების განხორციელება , მათი მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა ;

5.2. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო :

პოლიციის ორგანოების საპატრულო - საგუშაგო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად , ქუჩებში , საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , დანაშაულობათა აღკვეთა - აცილების მიზნით ;

- პოლიციის უბნის ინსპექტორების საქმიანობის წარმართვა და კონტროლი , მათზე მიმაგრებულ უბნებში დანაშაულობათა პროფილაქტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ;

- სანებართვო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა ;

- თავისუფლების აღკვეთის გარეშე გასამართლებულ პირთა აღრიცხვისა და მათი საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ორგანიზაცია ;

- სპეცდაწესებულებების ფუნქციონირების , დაკავებულთა ბადრაგირების ორგანიზაცია და კონტროლი .

მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედიან :

- ქუჩებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანაშაულის აღკვეთის სამმართველო ( სამსახურის , მასობრივი უწესრიგობის წინააღმდეგ მებრძოლი , სპეცდაწესებულებებისადმი ხელმძღვანელი განყოფილებებით );

- პროფილაქტიკის სამმართველო ( უბნის ინსპექტორების ხელმძღვანელი განყოფილებით და გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციით );

- სანებართვო სისტემის განყოფილება ;

- საქართველოს სახელმწიფო ობიექტების დაცვის სამმართველო ;

- კანცელარია .

5.3. საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო : 

- განსაზღვრავს საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევების აღკვეთა - აცილების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთად მიმართულებებს და წარმოადგენს საგზაო მოძრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნულ სახელმწიფო კონტროლის ორგანოს ;

- აწარმოებს საგზაო-ტრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო აღრიცხვიანობას ;

- ახორციელებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების ტექნიკურ საექსპლუატაციო პირობების გასაუმჯობესებლად გამიზნულ საქმიანობას;

- ორგანიზაციას უწევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნულ მუშაობას ;

- უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცებას , ადმინისტრაციული დარღვევების საქმეთა სწორად წარმოებას ;

- ახორციელებს გამოცდების ჩატარების , მძღოლის მოწმობის გაცემის ორგანიზაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას ;

- ახორციელებს კონტროლს ავტომოტოსატრანსპორტო საშულებათა რეგისტრაციაზე , სარეგისტრაციო მოწმობების და სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემაზე ;

- ორგანიზაციას უწევს აეტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარებას ;

- უზრუნველყოფს ცხელ კვალზე საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების , გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დასადგენად გამიზნულ სამძებრო ღონისძიებების ორგანიზაციას ;

- უშუალოდ მონაწილეობს საგზაო პოლიციის სისტემაში კადრების შერჩევის და განაწილების საკითხებში , წარმართავს პირადი შემადგენლობის დასჯა - წახალისების პრაქტიკას დაქვემდებარებულ საგზაო პოლიციის დანაყოფებში , ხოლო სამხარეო , საქალაქო და რაიონული საგზაო პოლიციის სამსახურების პირადი შემადგენლობის მიმართ დისციპლინარულ პრაქტიკას ახორციელებს მინიჭებული უფლების ფარგლებში .

მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედის :

- შტაბი ( კანცელარია , სამორიგეო ნაწილი , მართვის ავტომატიზაციის ცენტრი );

- საგზაო - საპატრულო სამსახურის სამმართველო ( საგზაო-საპატრულო სამსახურის , საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილებები , ადმინისტრაციული პრაქტიკის განყოფილება );

- ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციის განყოფილება ;

- ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ;

- მძღოლების მოქმედებაზე კონტროლისა და კვალიფიკაციის მინიჭების განყოფილება ;

- ავტომოტოტრანსპორტის ძებნისა და დანაშაულთან ბრძოლის სამსახური ;

- პირად შემადგენლობასთან მუშაობისა და კადრების ქ/ განყოფილება ; 

- პრესცენტრი ;

- სამეურნეო განყოფილება .

უშუალოდ დაქვემდებარებული სამსახურები:

ავტომაგისტრალების განყოფილება (1-8);

- სპეციალიზებული სარემონტო - საექსპლუატაციო სამმართველო ( სახაზინო საწარმო );

- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი ( სახაზინო საწარმო ).

5.4. საპასპორტო - სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო ( მთავარი სამმართველოს სტატუსით ):

- შინაგან საქმეთა ორგანოების საპასპორტო - სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი ;

- საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობების , საქართველოს მოქალაქის პასპორტების , გასასვლელ - შემოსასვლელი ვიზების გაფორმება - გაცემა , სარეგისტრაციო , სავიზო და საპასპორტო წესების დაცვის უზრუნველყოფა , ამ წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელების შეფარდების მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ;

- საქართველოს ტერიტორიიდან დროებითი გასვლისა და შემოსვლისთვის დადგენილი წესების დაცვის უზრუნველყოფა .

ეროვნული ბიუროს სტრუქტურაში შედიან :

- საპასპორტო - სავიზო განყოფილება ( საპასპორტო და უცხოელთა ვიზებისა და რეგისტრაციის ქვეგანყოფილებებით );

- მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილება ;

- ორგტექნიკური განყოფილება ( ტექნიკური ქვეგანყოფილებით );

- ემიგრაციის ქვეგანყოფილება ;

- უზრუნველყოფის ჯგუფი ;

- კანცელარია ;

- დაქვემდებარებული დანაყოფი - საინფორმაციო - სამისამართო განყოფილება .

5.5. ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო :

- მთავარი სამმართველოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან ;

- ტყეებისა და მწვანე საფარის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა ;

- მიწის , წყლისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ;

- წიაღისეულის და სხვა ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა ;

- უკანონო თევზჭერისა და ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლა ;

- შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში ბუნებრივი რესურსების ( მათ შორის თევზის ) უკანონო მოპოვების , დაბინძურების ფაქტების გამოვლენა , მოკვლევა , აღკვეთა - აცილება ;

- გარემოში ქიმიური საშუალებათა და ნივთიერებათა ( ძლიერმოქმედ , შხამიან და რადიაქტიურ ნივთიერებათა , მცენარეთა დაცვის საშუალებათა და სხვა ) უკანონო ბრუნვის , ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვა საშიში ზემოქმედების ( კვების პროდუქტებით , ფართო მოხმარების საქონლით და სხვა საშუალებით ) წინააღმდეგ ბრძოლა ;

- საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად ახორციელებს ეპიდემიის , ეპიზოოტიის და სხვა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საკარანტინო და სხვა ღონისძიებებს ;

მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედიან :

- შტაბი , რომელშიც შედის სამორიგეო ნაწილი და პრესცენტრი ;

- ხე - ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება ;

- ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის უკანონო გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება ;

- წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება ;

- გარემოს გაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება ;

- თევზის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო , რომელშიც შედის საზღვაო ინსპექცია , ბრაკონიერების წინააღმდეგ მებრძოლი ინსპექცია , ზონალური ინსპექტორების ქვეგანყოფილება და თბილისის ზღვის დაცვის ჯგუფი ;

- მოკვლევის ქვეგანყოფილება ;

- კადრების ჯგუფი ;

- სამეურნეო ნაწილი ;

- კანცელარია .

- უშუალოდ დაქვემდებარებული დანაყოფი

- ეპიზოოტიის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური .

მუხლი 6. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შს მინისტრი .

ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე :

6.1. მართვის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და წარმართავს დეპარტამენტის და მასში შემავალი დანაყოფების მუშაობას დანაშაულის აღკვეთისა და პროფილაქტიკის მიზნით ;

6.2. წარმოადგენს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტს საქართველოს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში , აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში ;

6.3. ამტკიცებს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს , უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშებისა და მუშაობის შედეგების სახელმწიფო აღრიცხვას , მონაცემების შეკრებას , ხელმძღვანელობს პროფილაქტიკის პრაქტიკის განზოგადებას ;

6.4. ამუშავებს და შეაქვს შს მინისტრთან დასამტკიცებლად წინადადებები ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის და მისი ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულებში ცვლილებების შეტანის შესახებ ;

6.5. უზრუნველყოფს ოპერატიული სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას დანაშაულის აღკვეთა - აცილებისა და პროფილაქტიკის მიზნით ;

6.6. გამოსცემს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის აპარატისა და ადგილობრივი ორგანოებისათვის სავალდებულო ბრძანებებს და მითითებებს ;

6.7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გეგმიური საკითხების , აგრეთვე საკითხების , რომლებიც შეეხება დეპარტამენტის საქმიანობის პრობლემებს , განხილვას სამინისტროს კოლეგიაზე ;

6.8. კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დასჯის ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებს დისციპლინარული წესდების მოთხოვნათა შესაბამისად შსს კადრების მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით ;

6.9. შედის წინადადებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილის წინაშე სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შესახებ ან აყენებს საკითხს მათი თანამდებობებიდან განსათავისუფლებლად .

6.10. დეპარტამენტის თავმჯდომარეს უთანხმდება ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტში შემავალი მთავარი სამმართველოების ცენტრალურ აპარატებში მიმდინარე ყველა თანამდებობრივი გადაადგილება , რომლებიც არ შედიან სამინისტროს ნომენკლატურაში .

6.11. დეპარტამენტის თავმჯდომარე განიხილავს და ამტკიცებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოებისა და დანაყოფების სამუშაო გეგმებს , კვარტლის შედეგების მიხედვით აჯამებს და შეაფასებს მათ და სამხარეო ადმინისტრაციული პოლიციის მიერ გაწეულ მუშაობას .

მუხლი 7. დეპარტამენტის ადგილობრივი დანაყოფები

7.1. დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენენ :

- აჭარის , აფხაზეთის შს სამინისტროების ადმინისტრაციული პოლიციები ;

- ქ. თბილისის და სატრანსპორტო შს მთავარი სამმართველოების ადმინისტრაციული პოლიციის სამსახურები ;

- კახეთის , ქართლის , ქართლის , ქვემო იმერეთის , სამცხე - ჯავახეთის , მცხეთა - მთიანეთის , სამეგრელოსა და ზემო სვანეთის , რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის , გურიის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების და სამმართველოების ა დმინისტრაციული პოლიციის განყოფილებები ;

- საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა განყოფილებებისა და სამმართველოების ადმინისტრაციული პოლიციის სამსახურები .

მუხლი 8. დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოების უფროსების უფლებამოსილებანი

- პასუხისმგებელია დანაყოფის წინაშე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე ;

- ორგანიზაციას უკეთებს დეპარტამენტში შემავალი სამსახურების საქმიანობას , ახორციელებს კონტროლს მათ დროულ და კანონიერ მოქმედებაზე ;

- ანაწილებს დანაყოფის თანამშრომლებს შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას ;

- შედის წინადადებით ხელმძღვანელობასთან დაქვემდებარებული თანამშრომლების დანიშვნის განთავისუფლების , წახალისების , მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების და დისციპლინალური წესით დასჯის შესახებ .

მუხლი 9. დეპარტამენტის რეორგანიზაციის , ლიკვიდაციის და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

9.1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .

9.2. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 

ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე

პოლიციის პოლკოვნიკი                                       ლ . კენჭაძე

 

„ვეთანხმები“

მინისტრის მოადგილე ,

პოლიციის გენერალ - მაიორი                                    ე . საბანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია