,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2008-05-08
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.060
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №115

2008 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხლი 461) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:

,,მ) რეგიონალური მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სოფლის მეურნეობის სფეროში რეგიონალური პოლიტიკისა და განვითარების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების ინფორმაციული უზრუნველყოფა სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შესახებ, სამინისტროს მიმდინარე პროექტებში რეგიონალური სამმართველოების მონაწილეობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, რეგიონალური სამმართველოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება, რეგიონალური სამმართველოების საქმიანობის კოორდინაცია.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია