საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2000-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2000-03-02
სარეგისტრაციო კოდი
00000410..01(2).004.000107
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №30

2000 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსხურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №357 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 29 დეკემბერი 1999 წ., №71(78), მუხ. 1087) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი.

3. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაცვისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვის ორგანიზებას, აწესრიგებს კავშირგაბმულობის, დაცვის სიგნალიზაციისა და კინოლოგიური სამსახურის საკითხებს, წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას სამსახურის იარაღით,  საინჟინრო-ტექნიკური,  კავშირგაბმულობისა და სპეციალური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით.“.

4. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი   ჯონი ხეცურიანი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია