საარჩევნო უბნების შექმნის ვადის გადაწევის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-12
სარეგისტრაციო კოდი
010.210.020.13.007.006.067
საარჩევნო უბნების შექმნის ვადის გადაწევის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.020.13.007.006.067

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2003

2003 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

საარჩევნო უბნების შექმნის ვადის გადაწევის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო უბნების შექმნის ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 20 სექტემბრისა.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია