ქ. თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ჯგუფებში ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ფხვიარა მცნარეების სახეობების მიკუთვნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-12
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.11.103.005.996
ქ. თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ჯგუფებში ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ფხვიარა მცნარეების სახეობების მიკუთვნების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.996

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი

რესურსების დაცვის

მინისტრის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №74

2003 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ჯგუფებში ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების სახეობების მიკუთვნების შესახებ

საქართველოს კანონის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-6 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს კანონის „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ მე-5 მუხლით განსაზღვრულ ჯგუფებს მიეკუთვნოს ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) მაღალი ღირებულების ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეების ჯგუფს – ძელქვა, მაგნოლია, ევკომია, პალმა;

ბ) დაბალი ღირებულების ფოთლოვან სახეობათა ხე-მცენარეების ჯგუფს – ვერხვი, ირმის რქა, მურყანი, ტირიფი, ნუში, ალვის ხე;

გ) წიწვოვან სახეობათა ხე-მცენარეების ჯგუფს – კრიპტომერია, სექვოია;

დ) ხილ-კენკროვან სახეობათა ხე-მცენაარების ჯგუფს – ხურმა, ნუში, კვრინჩხი, ზღმარტლი;

ე) ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების ჯგუფს – ბზა (ყველა სახეობის), ჩიტვაშლა, ვაზი (ყველა სახეობის), იასამანი, შინდანწლა, სურო (ყველა სახეობის), გრაკლა, თრიმლი, ფშატი, ვარდი (ყველა სახეობის), იაპონური კომში, ბროწეული, დეიცია, ბუდლეია, ხე-ტუხტი, გლიცინია, ამპელოფსისი, პართენოცესუსი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საფუძველი: ქ. თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის 28.01.2003 წლის №01-11/76 წერილი.

ნ. ჩხობაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 13.09.2011 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია