„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 29 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
171
მიმღები ორგანო
ეროვნული ბანკი
მიღების თარიღი
1999-07-15
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-15
სარეგისტრაციო კოდი
090011000.00(0).000.003675
„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 29 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №171

1999 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 29 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით „ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ლიცენზირებისა და მათი საქმიანობის რეგულირების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 29 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (წესდება და სასამართლო დადგენილება)“.

2. ინსტრუქციის მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:

„ლიცენზიის მისაღებად ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საბუთებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, პუნქტი ვალდებულია ცვლილების შეტანიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ცვლილების ამსახველი საბუთები.“

3. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პუნქტის მიერ მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობა აღირიცხება დაუყოვნებლივ დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი №1) კლიენტის საპასპორტო მონაცემების დაფიქსირებით (ქვითარში ან კომპიუტერში), რომლის ერთი პირიც საკასო აპარატის ამონაბეჭდის ასლთან ერთად ეძლევა კლიენტს“.**

** შენიშვნა: ქვითრების ყუები (ან კომპიუტერიდან ამონაბეჭდი) და საკასო აპარატის ამონაბეჭდი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ერთი წლის განმავლობაში ექვემდებარება შენახვას.

4. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პუნქტი ვალდებულია ყოველი თვის 5 რიცხვამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მიმოქცევის განყოფილებას წარუდგინოს ანგარიშგება (დანართი №4) გასული თვის განმავლობაში პუნქტის საქმიანობისა და ფულადი ბრუნვის შესახებ“.

5. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პუნქტის ლიცენზია, პუნქტში მომუშავე პირის კვალიფიკაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები სამუშაო საათებში უნდა ინახებოდეს პუნქტის მუშაკთან.“

6. ინსტრუქციის №1, №2 და №4 დანართებიდან ამოღებულ იქნეს საკომისიო მოსაკრებლისათვის გათვალისწინებული გრაფები.

7. დანართი №5-ის მე-7 გრაფაში სიტყვები „საშუალო ოდენობა“ შეიცვალოს სიტყვებით „გაცხადებული საბრუნავი თანხა (ვალუტის სახეობების მიხედვით)“.

პრეზიდენტი                                                                                          ი. მანაგაძე

კრებსითი — სრული ვერსია