საქართველოს კანონი
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონის მე-13 მუხლის მე-14 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი დაექვემდებაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
1996 წლის 15 მაისი.