საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 563
1997 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სამედიცინო გამოსაფხიზლებლებისა და შს სამმართველოების ( განყოფილებების ) მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების შესახებ
ქუჩებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჯერ ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს .
სამედიცინო გამოსაფხიზლებლებისა და პოლიციის დანაყოფების შესაბამისი სამსახურები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების ჯეროვან დაცვას .
სამსახურის შესრულების არასწორად შემუშავებულმა მეთოდებმა ხელი შეუწყო სისხლის სამართლის ზოგიერთი დანაშაულებების ზრდას . როგორც ანალიზი გვიჩვენებს , დანაშაულობათა უმეტესი ნაწილი ჩადენილია არაფხიზელ მდგომარეობაში , ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეების მიერ .
სამედიცინო გამოსაფხიზლებლების და შს დანაყოფების სამსახურის სრულყოფისა და მათი მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
დამტკიცდეს
" ინსტრუქცია
საშუალო
ან
მძიმე
ალკოჰოლური
სიმთვრალეში
მყოფ
პირთა
აყვანისა
და
სამედიცინო
გამოსაფხიზლებელში
მიყვანის
წესის
შესახებ ." ( თან
ერთვის ).
2.
საქართველოს
შს
მთავარი
სამმართველოების ,
სამმართველოების ,
საქალაქო
და
რაიგანყოფილებების ,
სამედიცინო
გამოსაფხიზლებლების
უფროსებმა :
2.2 კრიტიკულად გააანალიზონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შექმნილი ოპერატიული ვითარება , ხელი შეუწყონ დისციპლინის განმტკიცებას , სხვადასხვა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლას , საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სწორ ორგანიზაციას , ქუჩებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დროულად აღკვეთონ ლოთობის , ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების , პროსტიტუციისა და სხვა სახის სამართალდარღვევების ფაქტები .
2.3. შინაგან საქმეთა დანაყოფების განწესებებმა სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში გადაიყვანონ მხოლოდ ის პირები , რომლების წარმოდგენაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით " პოლიციის შესახებ ", დებულებით „ს ამედიცინო გამოსაფხიზლებლების შესახებ " და ინსტრუქციით " საშუალო ან მძიმე ალკოჰოლური სიმთვრალეში მყოფ პირთა აყვანისა და სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მიყვანის წესის შესახებ ".
2.4. სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში წარმოდგენილი კონტინგენტის სრულყოფილი დიაგნოსტიკის , მომსახურებისა და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით , აღნიშნულ დანაყოფებში შეიქმნას სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტ - ლაბორატორიები .
3. კადრებთან და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარმა სამმართველომ ( ზ . უროტაძე ) უზრუნველყოს კონტრაქტით ოთხ - ოთხი ექიმისა და ამავე რაოდენობის ექთნის საშტატო ერთეულების შემოღება .
4. მატერიალურ - ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა ( ვ . დავითაია ) ჩაატაროს შსს სისტემაში არსებული სამედიცინო გამოსაფხიზლებლების შენობების სარემონტო სამუშაოები . მანვე უზრუნველყოს სამედიცინო კაბინეტ - ლაბორატორიების სამედიცინო ტექნიკით , ინვენტარითა და მედიკამენტებით აღჭურვა და მომარაგება .
5. წარმოდგენილი კონტინგენტის მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამედიცინო სამმართველომ ( გ . აბესაძე ) უზრუნველყოს მომსახურე სამედიცინო პერსონალის დონის ამაღლება .
6. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალური ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე .
7. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ .
მ ი ნ ი ს ტ რ ი კ . თარგამაძე
საქ . შსს
"8".10. I997 წელი .
ბრძანების დანართი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საშუალო ან მძიმე ალკოჰოლურ სიმთვრალეში მყოფ პირთა აყვანისა და სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანის წესის შესახებ
1. ქუჩებიდან და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებიდან საშუალო ან მძიმე ალკოჰოლური , ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის ნიშნების მქონე პირების აყვანისა და სამედიცინო გამოსაფხიზლებელში წარმოდგენას ახორციელებენ შს დანაყოფების განწესებები , რომლებიც უზრუნველყოფენ წესრიგის დაცვას .
2. სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში განწესებების ან სხვათა მიერ ქუჩებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან წარმოდგენილი მძიმე ან საშუალო ალკოჰოლური , ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის ნიშნების მქონე პირები , სამედიცინო გამოსაფხიზლებლის ექიმის დასკვნის შემდეგ , თუ ისინი არ ექვემდებარებიან გამოსაფხიზლებელში მოთავსებას , ექიმის მითითებით იმავე განწესების მიერ გადაყვანილი უნდა იქნენ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში , ხოლო იმ შემთხვევაში , როდესაც სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მოთავსებულ პირს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილობრივი მედ . პერსონალი ვერ უზრუნველყოფს შესაბამის დახმარებას , ასეთი პირები სამედიცინო გამოსაფხიზლებლის მორიგის მითითებით მორიგი განწესების მიერ ექიმის თანდასწრებით გადაყვანილი უნდა იქნენ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში .
3. აკრძალულია ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მთვრალ მოქალაქეთა მიყვანა გამოსაფხიზლებელში უშუალოდ საცხოვრებელი ბინიდან .
4. განწესების უფროსი მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირის მიყვანისას ღებულობს ზომებს , რომლებიც უზრუნველყოფენ მასთან არსებული ნივთების , დოკუმენტებისა და ფასეულობების დაცვას ( ფული , საათი , საიუველირო ნაკეთობანი და ა . შ .), რის შესახებაც დგება სათანადო ოქმი .
5. ავტომობილის სალონში მთვრალის ჩაჯენის წინ ეკიპაჟი უნდა დარწმუნდეს იმაში , რომ წასაყვან პირს არ აქვს თან ისეთი საგნები , რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავდასხმისათვის , თავისთვის ან სხვა მოქალაქეებისათვის დაზიანებების მიყენებისათვის .
6. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მისაყვანი პირი , რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად იმოძრაოს , გადაყვანილი უნდა იქნეს სპეციალური ავტომობილით. განწესებებმა ამ პირებს ავტომობილში ჩაჯდომისას უნდა აღმოუჩინოს საჭირო დახმარება . ავტომობილის სალონში ისინი უნდა მოთავსდნენ საჯდომებზე და უნდა დამაგრდნენ უსაფრთხოების ქამრით .
7. მთვრალების აყვანის ფუნქციების შესასრულებლად განწესების მიერ ავტომობილის დატოვების შემთხვევაში მძღოლი - პოლიციელი ვალდებულია მიიღოს ავტომობილის გატაცების საწინააღმდეგო ზომები და უზრუნველყოს მუდმივი მეთვალყურეობა სალონში პირებზე .
8. სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მთვრალების მიყვანის დროს ეკიპაჟის ერთ - ერთი წევრი ვალდებულია იმყოფებოდეს სალონში და მუდმივი მეთვალყურეობა გაუწიოს მათ მოქმედებას და მდგომარეობას დაკავებულის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში იგი უნდა გადაეცეს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს ახლომდებარე სამკურნალო დაწესებულებას .
9. აკრძალულია მთვრალ მოქალაქეთა სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში მიყვანა მოტოროლერებზე ან მოტოციკლეტებზე , თვითმცლელებზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე , რომლებიც არ არიან მოწყობილი ადამიანთა გადაყვანისათვის .
10. ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ პირთა აღმოჩენისას , რომლებიც იმყოფებიან უგონო მდგომარეობაში , მძიმე მოწამვლის , ნარკოტიკული სიმთვრალის , ფსიქოზის სიმპტომებით , თავის ქალის დაზიანებით და სხეულის სხვა ნაწილის სახიფათო დაზიანებით , განწესებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოუძახოს ადგილზე სასწრაფო დახმარებას . ასეთ პირთა სამედიცინო გამოსაფხიზლებელში მიყვანა აკრძალულია .
11. დაკავებულთა გადაყვანის დროს სპეციალურ ავტომობილის ავარიის ან ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში განწესება ვალდებულია უპირველეს ყოვლისა გაიყვანოს გარეთ სალონში მყოფი პირები და მიიღოს ზომები ცეცხლის ლიკვიდაციისათვის არსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით , აუცილებელ შემთხვევაში კი გამოიძახოს სახანძროს დაცვის რაზმი . განწესების მეთაურმა უნდა მოახსენოს შს განყოფილების მორიგეს . ხანძრის დროს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისათვის გამოძახებული უნდა იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება .
12. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საშუალო ან მძიმე სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირები გადაცემული უნდა იქნენ : სამხედრო მოსამსახურენი და შეკრებაზე გაწვეული სამხედროვალდებულნი , ფორმის ტანსაცმელში ჩაცმულები ან სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფნი , რომლებსაც გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები - სამხედრო კომენდატურის წარმომადგენლებს ; შინაგან საქმეთა ორგანოების , სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და პროკურატურის მუშაკები - შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ; ქალები ორსულობის აშკარა ნიშნებით უნდა გადაიყვანონ სამკურნალო დაწესებულებებში .
13. სამედიცინო გამოსაფხიზლებლებში არასრულწლოვანთა მოთავსება აკრძალულია .
14.
მთვრალ
მდგომარეობაში
მყოფი
უცხო
სახელმწიფოთა
მოქალაქენი ,
რომლებიც
სარგებლობენ
დიპლომატიური
იმუნიტეტით ,
სამედიცინო
გამოსაფხიზლებელში
არ
თავსდებიან .
ასეთ
პირთა
აღმოჩენის
შემთხვევაში
ეკიპაჟის
მეთაური
ახსენებს
ამ ი ს
შესახებ
შინაგან
საქმეთა
ორგანოს
მორიგეს
და
მოქმედებს
შემდეგ
მისი
მითითების
შესაბამისად .
უცხო
სახელმწიფოთა
მოქალაქენი ,
რომლებიც
არ
სარგებლობენ
დიპლომატიური
იმუნიტეტით ,
მიყვანილი
უნდა
იქნენ
სამედიცინო
გამოსაფხიზლებელში
საერთო
წესის
მიხედვით
.
15. პირები , რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულთა ჩადენაში , სამედიცინო გამოსაფხიზლებელში არ თავსდებიან . ისინი გადაეცემიან შინაგან საქმეთა ორგანოს სამორიგეო ნაწილს .
შსს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
მთავარი სამმართველო