საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 117-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1721
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1988-05-18
გამოქვეყნების თარიღი
1988-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 117-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 117-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებანი საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., № 6, მუხ. 96) 117-ე მუხლის მეორე ნაწილში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„მშვილებლის თხოვნით შვილად აყვანის საიდუმლოების უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში – მისი დაბადების თარიღი, მაგრამ არა უმეტეს ექვსი თვით. დაბადების ადგილისა და თარიღის შეცვლის შესახებ უნდა აღინიშნოს შვილად აყვანის გადაწყვეტილებაში“.

 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1988 წლის 18 მაისი.

№1721

კრებსითი — სრული ვერსია