საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2532
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1984-07-05
გამოქვეყნების თარიღი
1984-07-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსსა და საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., № 6, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

24-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ერთპიროვნული გლეხური კომლის ქონებაზე“ შეიცვალოს სიტყვებით „იმ მოქალაქის მეურნეობის ქონებაზე, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში“;

37-ე მუხლში სიტყვები „50-დან 200 მანეთამდე“ შეიცალოს სიტყვებით „100-დან 200 მანეთამდე“;

38-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „50 მანეთის“ შეიცვალოს სიტყვებით „100 მანეთის“;

2. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, 662; 1974 წ., №10, მუხ. 191; 1981 წ., №3, მუხ. 43) 203-ე მუხლის მეექვსე ნაწილში სიტყვები „50-დან 200 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „100-დან 200 მანეთამდე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი. 1984 წლის 5 ივლისი,

№2532

კრებსითი — სრული ვერსია