„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
638
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-30
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.927
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №724 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.927

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №638

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,     ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართვე-ლოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №724 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 785) დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8.

1. განყოფილების მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია