,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2008 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ

,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების თანდართული ნუსხა.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                           ვ. გურგენიძე

 

განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა

1. სენაკის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

2. მარნეულის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

3. ფოთის ახალი (სამხედრო) ნავსადგური (ნავმისადგომი, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქნიშნები, აკვატორია).

4. ფოთის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.

5. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.

 

კრებსითი — სრული ვერსია