„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №725 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
630
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-30
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.919
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №725 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.919

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №630

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №725 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №725 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 786) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამდივნოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-10 პუნქტში სიტყვის „უფროსს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სამდივნოს მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია