საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლში ცვლილების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონის 25-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სოციალურ- ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1993 წლის 18 თებერვალი.