საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №77-ს
2003 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმებისა და შესაბამისი მითითებების დამტკიცების შესახებ
„სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და „საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 აპრილის №111 ბრძანებულების შესასრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმები და შესაბამისი მითითებები თანდართული სახით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 6 მაისის 64-ს ბრძანება.
თ. ბერიძე