“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
556
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-13
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.11.106.005.874
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.874

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №556

2003 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

I. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №132, მუხ. 945) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:

1. მე-4 მუხლის ,,ზ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთა მიღებას, დანიშვნას, გათავისუფლებას, გადაადგილებას, აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, აგრეთვე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;”.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას”.

II. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია