“საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი
2003-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-30
სარეგისტრაციო კოდი
300.380.000.161.0111
“საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ,,ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.161.0111.005.851

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება �8

2003 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის �2 ბრძანებაში �ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ� ცვლილების შეტანის თაობაზე

�ნავთობისა და გაზის შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე �13(20), 1999 წელი) შესაბამისად, ვბრძანებ:

��� მუხლი 1

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის �2 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე �5, 16.01.02, მუხლი 40) �ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 291-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 291. მოლაპარაკებების ვადები

1. მოლაპარაკებები დასრულებულად ჩაითვლება სახელმწიფო სააგენტოს მიერ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისადმი შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღეს.

2. თუ მოლაპარაკებების დაწყების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში მოლაპარაკებები არ დასრულდა, მოლაპარაკებები ჩაითვლება ჩაშლილად, ხოლო ტენდერის შედეგები � გაუქმებულად.

3. მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე ინვესტორის თხოვნის საფუძველზე, მოლაპარაკებების მიმდინარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს გააგრძელოს მოლაპარაკებების ვადა დამატებით 45 დღით.�.

��� მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ითონიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია