,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
400
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-29
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.836
,,მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.836

საქართველოს იუსტიციის

მინისტრი ბრძანება №400

2003 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით (სსმ. 1999 წ., №72(79), მუხ. 1099) დამტკიცებულ „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი №8), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს დაწესებულების სარეჟიმო სამსახურს.

5. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების სარეჟიმო სამსახური სპეციალურ ჟურნალში. სარეჟიმო სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება.”;

2. შინაგანაწესს დაემატოს შემდეგი სახის დანართი №8:

„შინაგანაწესის დანართი №8

სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვევებელი ნიშნის ნიმუში

1. სპეციალური განმასხვა ვებელი ნიშანი:

 

 

№

სამეურნეო საქმიანობაში

დასაქმებული მსჯავრდებული

 

2. სპეციალური განმასხვევებელი ნიშნის აღწერილობა:

ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის სახით;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: “სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებული”;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია