“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2003-04-21
გამოქვეყნების თარიღი
2003-05-01
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.12.201.005.810
“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 040.050.000.12.201.005.810

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №12

2003 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს დებულების” (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 158,) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. „სათათბირო შედგება თხუთმეტი წევრისაგან, რომელთაგან 7 წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევენ რეესტრში გატარებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები, ხოლო 7 წევრს ნიშნავს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.”.

2. მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ” ქვეპუნქტი:

გ) „სათათბიროს წევრი, რომელიც არის იმ კავშირის წევრი, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვაც მიმდინარეობს სათათბიროს სხდომაზე, არ მონაწილეობს აღნიშნული პროექტის კენჭისყრაში.”.

ზ. გაიპარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია