„სამხედრო პროკურატურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი
1993-05-20
გამოქვეყნების თარიღი
1993-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამხედრო პროკურატურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

„სამხედრო პროკურატურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„სამხედრო პროკურატურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 28 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. სამხედრო პროკურორის თანამდებობის პირებს კანონით დადგენილი წესით ენიჭებათ სპეციალური წოდებები, რომლებიც სამხედრო წოდებებთან არის გათანაბრებული.

მუხლი 26. სამხედრო პროკურატურის თანამდებობის პირებს ხელფასი უწესდებათ დაკავებული თანამდებობის, წელთა ნამსახურობისა და  წოდების გათვალისწინებით“.

2. ამოღებულ იქნეს კანონის 28-ე მუხლი.

3. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფო მეთაური    ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი    ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1993 წლის 20 მაისი.

 

კრებსითი — სრული ვერსია