,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
218
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-03
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.737
,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.030.11.106.005.737

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №218

2003 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №362 ბრძანებით (სმმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1092) დამტკიცებული “პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების” მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პატიმარს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია