„სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1006-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-10-28
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს კანონი
 

 

„სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სახელმწიფო ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 24 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., № 12-13, მუხ. 256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ და სიტყვა „რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.

2. მუხლების აბზაცები დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით და ჩაითვალოს პუნქტებად.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები რესპუბლიკის გამგებლობას შეიცვალოს სიტყვებით „მათ გამგებლობას“, მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს, ხოლო მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-2 პუნქტად და მასში სიტყვები „ქ. თბილისის მერიას, ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს სიტყვები „და უშუალო შემსრულებელს“.

5. მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სხვა ინსტანციებში მიმართვის უსაფუძვლობაში“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

„მუხლი 16.

1. პირთა ჯგუფს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილობით შეიტანოს პეტიცია სახელმწიფოებრივი და საერთო პრობლემებიდან გამომდინარე საკითხებზე.

2. პეტიცია საქართველოს პარლამენტში განიხილება რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. პეტიციის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა აქტს.

4. პარლამენტის გადაწყვეტილება პეტიციის შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში ეცნობება პეტიციის ავტორებს.

5. თუ პეტიცია განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, ის ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში აცნობოს პასუხი პეტიციის ავტორებს და პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ან დროებითი კომისიის თანხმობით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

თუ სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორებს და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას, საკითხს განიხილავს პარლამენტი და გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

7. მე-16_24-ე მუხლები ჩაითვალოს შესაბამისად მე-17_25-ე მუხლებად.

8. მე-17 მუხლში სიტყვა „საზოგადოებებიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან“.

9. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევისათვის, განხილვის გაჭიანურებისა და მათში აღძრული საკითხებისა და პრობლემებისადმი ფორმალურ-ბიუროკრატიული, ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებისათვის, მათი ტენდენციურად განხილვისათვის, რეალურად არსებული მდგომარეობისა და ფაქტების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დამახინჯებისათვის, მოქალაქეებთან ურთიერთობის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის, განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების უსაფუძვლოდ უარყოფისათვის, განხილვის წესების სხვა დარღვევისათვის, განცხადებებში, საჩივრებსა და მიმართვებში გამოთქმული კრიტიკის გამო მოქალაქეთა დევნისათვის თანამდებობის პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

10. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23.

1. ყველა სახელმწიფო დაწესებულება, საწარმო და ორგანიზაცია ზემდგომ ორგანოს ყოველ 6 თვეში წარუდგენს ანგარიშს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის მდგომარეობის შესახებ.

2. ყველა სახელმწიფო დაწესებულება დაქვემდებარებულ ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წელიწადში ერთჯერ ამოწმებს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის და მათზე რეაგირების მდგომარეობას, შემოწმების შედეგების შესაბამისად იღებს ზომებს, ახორციელებს ღონისძიებებს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების განხილვის ორგანიზების და მათზე რეაგირების გასაუმჯობესებლად.

3. საქართველოს პროკურატურის ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს კონსტიტუციის 91-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზედამხედველობის სფეროში მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და მიმართვების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას.“.

11. 25-ე მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის მიერ“ შეიცვალოს სიტყვით „კანონმდებლობით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                           ედუარდ შევარდნაძე.

 

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

N1006-Iს

 


კრებსითი — სრული ვერსია