|
„დასაქმების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ., N7, მუხ. 485)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“, სიტყვები „შრომის, სოციალური დაცვის და დემოგრაფიის“ – სიტყვებით „სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების“, ხოლო სიტყვები „შრომის სახელმწიფო ბირჟა“ – სიტყვებით „დასაქმების სამსახური“. 2. პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან“ შეიცვალოს სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან“. 3. მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დასაქმების ცნება და ფორმები 1. დასაქმება არის მოქალაქის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მის პირად და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასთან, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და, როგორც წესი, მოაქვს მისთვის შრომითი შემოსავალი (შემდგომში – ანაზღაურება). 2. მოქალაქის დაუსაქმებლობა არ შეიძლება გახდეს მისი ადმინისტრაციული ან სხვა პასუხისმგებლობის საფუძველი. იძულებითი შრომა დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. ანაზღაურებადი არარეგისტრირებული შრომითი საქმიანობა აკრძალულია. 4. დასაქმებულად ითვლება: ა) შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე სრული ან არასრული სამუშაო დროით მომუშავე, მათ შორის, ისიც, ვინც ასრულებს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (სამსახურს) (სეზონური, დროებითი სამუშაოების ჩათვლით); ბ) სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობის ხელშეკრულებით) მომუშავე, მათ შორის, ხელშეკრულებით პროდუქციის რეალიზატორი; გ) მოქალაქე, რომელიც დროებით არ ასრულებს სამუშაოს დროებითი შრომისუუნარობის, შვებულებაში ყოფნის, სასწავლებლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინების, გაფიცვის, წარმოების დროებით შეჩერების გამო; დ) მოქალაქე, რომელიც გადის სამხედრო სამსახურს; ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ანაზღაურებად თანამდებობაზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული მოქალაქე; ვ) საქართველოში ან საზღვარგარეთ ერთობლივ ან უცხო ქვეყნის წარმოება-დაწესებულებაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ანაზღაურებად სამუშაოზე მყოფი მოქალაქე; ზ) მოქალაქე, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს თავს სამუშაოთი და აქვს შემოსავალი ამ საქმიანობიდან; თ) სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მოქალაქე; ი) 1 ჰექტარი ან მეტი მიწის ფართობის მესაკუთრე. მუხლი 3. უმუშევარი 1. უმუშევრად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელსაც არა აქვს სამუშაო და შესაბამისად – ანაზღაურება (შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით იმ კომპენსაციის გარდა, რომელიც მოქალაქეს უნარჩუნდება ორგანიზაციის ლიკვიდაციის, ან მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო) და რომელიც რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში შესაფერისი სამუშაოს მოსაძებნად, ეძებს სამუშაოს და მზად არის შეუდგეს მის შესრულებას. 2. კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო ასაკის მოქალაქე, რომელიც სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში ან პროფესიული (მათ შორის, უმაღლესი და უმაღლესის შემდგომი) სასწავლებლის დასწრებული სწავლების განყოფილებაზე, უმუშევრად არ ჩაითვლება. 3. მოქალაქეს, რომელსაც დადგენილი წესით არ შეიძლება მიენიჭოს უმუშევრის სტატუსი, უფლება აქვს აღრიცხვაზე დადგეს დასაქმების სამსახურში, როგორც სამუშაოს მაძიებელი. 4. უმუშევართა რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით. მუხლი 4. შესაფერისი სამუშაო 1. უმუშევრად რეგისტრირებული მოქალაქისათვის, რომელიც სამუშაოდან განთავისუფლდა და არა აქვს ხელფასი, შესაფერისად ჩაითვლება ის სამუშაო, მათ შორის, დროებითიც, რომელიც მის პროფესიულ მომზადებას, ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, შრომის სტაჟს შეესაბამება და მოსახერხებელია სატრანსპორტო თვალსაზრისით. 2. თუ დასაქმების სამსახურმა უმუშევარს ვერ გამოუნახა შესაფერისი სამუშაო, მას უფლება აქვს სურვილისამებრ აირჩიოს სამუშაო, რომელიც საჭიროებს პროფესიის (სპეციალობის) შეცვლას, ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შრომის სტაჟის და შრომის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. შესაფერისად ჩაითვლება ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, მათ შორის, დროებითიც, რომელიც საჭიროებს ან არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას მოქალაქისათვის, რომელიც: ა) პირველად ეძებს სამუშაოს და არა აქვს პროფესია (სპეციალობა); ბ) უარს აცხადებს თავისი პროფესიით (სპეციალობით) აიმაღლოს კვალიფიკაცია, მიიღოს მომიჯნავე პროფესია (სპეციალობა) ან გაიაროს გადამზადება 6 თვის უმუშევრობის გასვლის შემდეგ; გ) დასაქმების სამსახურში აღრიცხვაზე იმყოფება არანაკლებ 12 თვის განმავლობაში და 3 წლის განმავლობაში არ უმუშავია; დ) სეზონური სამუშაოების დამთავრების შემდეგ მიმართავს დასაქმების სამსახურს. 4. სამუშაო შესაფერისად არ ჩაითვლება, თუ: ა) იგი დაკავშირებულია მოქალაქის თანხმობის გარეშე მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან; ბ) შრომის პირობები არ შეესაბამება შრომის დაცვის წესებსა და ნორმებს; გ) შეთავაზებული ანაზღაურება ნაკლებია მოქალაქის უკანასკნელ სამუშაო ადგილზე ბოლო 3 თვის საშუალო ხელფასზე.“. 4. მე-6 მუხლის ბოლო აბზაცი ამოღებულ იქნეს. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. დასაქმების კერძო სამსახურების საქმიანობის ლიცენზირების წესი დასაქმების კერძო სამსახურების საქმიანობა, რომლებიც მოქალაქის სამუშაოზე მოწყობის (მათ შორის, საზღვარგარეთ) ფასიან მომსახურებას ეწევიან, დასაშვებია საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე.“ 6. მე-11 მუხლის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სახელმწიფო“. 7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დასაქმების სახელმწიფო რეგულირება დასაქმების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო“. 8. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. დამსაქმებლის მოვალეობანი დამსაქმებელი, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია ხელი შეუწყოს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, რისთვისაც: ა) იცავს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) იმ პირობებს, რომლებიც საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს შრომით ურთიერთობებს; ბ) ქმნის სათანადო პირობებს მუშაკთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; გ) კანონით დადგენილი ოდენობით და განსაზღვრული წესით, რეგულარულად რიცხავს შესაბამის სახსრებს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ანგარიშზე; დ) დადგენილ ვადაში წარუდგენს დასაქმების სამსახურს ინფორმაციას თავისუფალი სამუშაო ადგილებისა (თანამდებობებისა) და მუშაკთა მოსალოდნელი გამოთავისუფლების შესახებ, მათი რაოდენობის, პროფესიის (სპეციალობის) და გამოთავისუფლების ვადის ჩვენებით, დადგენილი სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით; ე) ვალდებულია იზრუნოს შრომის ბაზარზე დაბალკონკურენტუნარიანი პირების პროფესიულ მომზადებაზე, გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე, დადგენილი კვოტების ფარგლებში.“ 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) მონაწილეობა მოსახლეობის დასაქმების სფეროში პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) მონაწილეობენ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკისა და საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან გამოთავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებაში „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ 11. მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი 1. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომლის მიზანია მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა დაფინანსება. 2. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ბიუჯეტი მტკიცდება საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. მუხლი 16. უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება 1. უმუშევრის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას დასაქმების სამსახური ახორციელებს, თუ: ა) დასაქმების სამსახურმა უმუშევარს 3 თვის განმავლობაში ვერ შეურჩია შესაფერისი სამუშაო იმის გამო, რომ მას არა აქვს არსებული ვაკანსიების შესაბამისი პროფესია (სპეციალობა) და კვალიფიკაცია; ბ) დასაქმების სამსახური ვერ სთავაზობს უმუშევარს შესაფერის სამუშაოს და საჭირო ხდება მის მიერ პროფესიის (სპეციალობის) შეცვლა; გ) უმუშევარმა დაკარგა თავისი ადრინდელი პროფესიით (სპეციალობით) საქმიანობის უნარი; დ) უმუშევარმა გამოთქვა პროფესიის (სპეციალობის) შეცვლის სურვილი. 2. უმუშევრის პროფესიული მომზადება და გადამზადება ხორციელდება დასაქმების სახელმწიფო სამსახურის, ასევე პროფესიული განათლების, მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრებსა და მომზადება-გადამზადების სხვა სასწავლო დაწესებულებებში, როგორც დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის, ისე სხვა დაინტერესებული საწარმო – დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხარჯზე. მუხლი 17. დროებითი საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება 1. მოსახლეობის დროებით დასაქმების მიზნით სახელმწიფო განსაზღვრავს და აფინანსებს ანაზღაურებად საზოგადოებრივ სამუშაოებს (ქალაქის ან რაიონის კეთილმოწყობა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა შესრულება და სხვა). 2. დროებითი საზოგადოებრივი სამუშაოს ორგანიზება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და დასაქმების სამსახურის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. დროებით საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული მოქალაქე მუშაობის პერიოდში არ ღებულობს შემწეობას უმუშევრობისათვის. მუხლი 18. უმუშევრის მატერიალური მხარდაჭერის გარანტიები 1. უმუშევარს სახელმწიფოსაგან გარანტირებული აქვს: ა) უმუშევრობისათვის შემწეობის მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესა-ბამისად; ბ) უმუშევრობისათვის შემწეობის შენარჩუნება პროფესიული განათლების, მომზადებისა და გადამზადების პერიოდში. 2. ამ ხნის განმავლობაში უმუშევარს უნარჩუნდება უწყვეტი შრომის სტაჟი.“ 12. მე-19, მე-20 მუხლები ამოღებულ იქნეს, ხოლო 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. უმუშევრისათვის შემწეობის დანიშვნის პირობები 1. უმუშევარს, რომელსაც აქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის ანაზღაურებადი მუშაობის საერთო სტაჟი, რეგისტრირებულია დასაქმების სამსახურში და ეს სამსახური რეგისტრაციის დღიდან 10 დღის განმავლობაში ვერ სთავაზობს მას შესაფერის სამუშაოს ან ვერ უქმნის გადამზადების შესაძლებლობას, ენიშნება შემწეობა რეგისტრირების დღიდან 6 თვის განმავლობაში. 2. შემწეობა გაიცემა დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან. 3. შემწეობა არ დაენიშნება: ა) კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო ასაკზე ახალგაზრდა და უხნეს მოქალაქეებს; ბ) სოფლად მცხოვრებ მოქალაქეს, თუ მის ან მისი ოჯახის წევრის სახელზე სოფლად ირიცხება მიწის ნაკვეთი კანონით დაწესებული ნორმის ფარგლებში; გ) მოქალაქეს, რომელიც იღებს პენსიას ან სხვა დახმარებას. 4. შემწეობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.“ 13. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. უმუშევრისათვის შემწეობის გაცემის შეწყვეტა ან შეჩერება 1. უმუშევრისათვის შემწეობის გაცემა შეწყდება, თუ: ა) დამთავრდა შემწეობის გაცემის ვადა; ბ) დასაქმდა; გ) დაენიშნა პენსია; დ) შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და არ დადგა აღრიცხვაზე; ე) უარი განაცხადა შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შემდეგ, სადაც გაგზავნილი იყო დასაქმების სამსახურის მიერ; ვ) დაარღვია შემწეობის გაცემის წესითა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები; ზ) აღრიცხვაზე ყოფნის პერიოდში არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ამის შესახებ არ შეატყობინა დასაქმების სამსახურს; თ) შემწეობის მიღების პერიოდში იშოვა მუდმივი ან დროებითი სამუშაო და ამის შესახებ არ შეატყობინა დასაქმების სამსახურს; ი) იღებს სხვა დახმარებას; კ) შეეცადა უკანონოდ მიეღო ან მიიღო შემწეობა. 2. შემწეობის გაცემა 3 თვემდე ვადით შეჩერდება, თუ უმუშევარი: ა) უარს განაცხადებს მისთვის შეთავაზებულ ორ შესაფერის სამუშაოზე მაინც; ბ) განთავისუფლდა სამუშაოდან შრომის დისციპლინის დარღვევის გამო ან საკუთარი ინიციატივით საპატიო მიზეზის გარეშე; გ) დასაქმების სამსახურის მიერ გაგზავნილი იყო პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის და თვითნებურად შეწყვიტა იგი. 3. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უმუშევრისათვის შემწეობის გაცემა შეჩერებული იყო, ჩაითვლება შემწეობის გაცემის საერთო პერიოდში, მაგრამ არ ჩაითვლება შრომის უწყვეტ სტაჟში. 4. უმუშევრისათვის შემწეობის გაცემის შეჩერების ან შეწყვეტის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“ 15. 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 16. 25-ე მუხლში სიტყვები „ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის“. 17. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“ 18. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად. II. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს: ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; ბ) დებულება დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ; გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უმუშევართა რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ; დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უმუშევართათვის შემწეობის დადგენისა და გაცემის შესახებ; ე) საქართველოში არსებული სპეციალობებისა და პროფესიების ნუსხა. III. საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული საფუძვლები განისაზღვრება კანონის საფუძველზე. IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 12 ნოემბერი. 1082-Iს . |